საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსული მოტოკლუბის „ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“, 55-ე იუბილეზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი - ახმად კადიროვის ორდენით დააჯილდოვა.
სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი არმენ სარქისიანი დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელმა ორგანომ 18 იანვარს მიიღო. სომხური მედიის ინფორმაციით, სარქისიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა…
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში ლიტვამაც შეიყვანა. მიგრაციის დეპარტამენტმა ორშაბათს იმ 49 პირის სია გამოაქვეყნა, ვისაც ლიტვაში შესვლა აეკრძალა.
ამრიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ აკვირდება მუხთარლის…
ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ საქართველოდან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა 8 წლით პატიმრობას ითხოვდა.
პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, მცირეწლოვანი დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. აფგან მუხთარლის ძმის განცხადებით, ქალი და ორი ბავშვი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ.
ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის გვერდები სოციალურ ქსელ Instagram-სა და Facebook-ში 23 დეკემბრიდან დაბლოკილია. ერთ-ერთ ვერსიით, გვერდებზე წვდომა ამერიკულმა სოციალურმა ქსელებმა მას შემდეგ შეზღუდეს, რაც აშშ-მა კადიროვი ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა…
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კადიროვს პასუხისმგებლობას აკისრებენ სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანის უფლებების…
სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის დროებით შეჩერების და ეტაპობრივად მათი ექსპლუატაციის აკრძალვის ინციატივით გამოვიდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე შეზღუდვების დაწესება 2018 წლის 1 აპრილიდან იგეგმება.
სასულიერო პირებს, რომლებიც აზერბაიჯანის მეჩეთებში მსახურობენ 2018 წლის თებერვლიდან ოფიციალური ხელფასი დაენიშნებათ. ყოველთვიურ გასამრჯელოს ისინი „მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდისგან“ მიიღებენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11