ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე „სულ წინ იარე“, ვიდეოკლიპის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა. სიმღერის მუსიკა ეკუთვნის რომა გიორგაძეს, ტექსტი კი – დიანა გიორგაძეს.
როგორც ოთო ნემსაძემ ვიდეორგოლის პრეზენტაციისას აღნიშნა, მისთვის კლიპი ძალიან ემოციურია.
„აფხაზეთის და სამაჩაბლოს ხმა წელს ევროვიზიაზე ძალიან მკაფიოდ იჟღერებს. მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და სამაჩაბლოელ და-ძმებს, დედებსა და მამებს, იცოდეთ, რომ აქეთ ყველას ახსოვხართ, ყველას უყვარხართ და ყოველთვის იქ ხართ, სადაც საქართველოა“, - განაცხადა ოთო ნემსაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი 14-18 მაისს, ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გაიმართება.
ამ თემაზე:
თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით გამოვა