weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს სახელით ოსკარზე მოსახვედრად „საშიში დედა“ იბრძოლებს

17:02 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე ცერემონიისთვის საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში წარსადგენად საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი, ლოკარნოს საერთაშორიოს კინოფესტივალის გამარჯვებული „საშიში დედა“ გაიგზავნება.

აღსანიშნავია, რომ „საშიშ დედას“, რომელიც საქართველოს რჩეულ ფილმად საგანგებო კომისიამ აირჩია, ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიცაა: „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (ნანა ექვთიმიშვილი & სიმონ გროსი), „მძევლები“ (რეზო გიგინეიშვილი) და „ლუკა“ (გიორგი ბარაბაძე).

„საშიში დედა“, რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, 50 წლის ქალის ცხოვრებას ასახავს და აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.

იქნება თუ არა ქართული ფილმი წარდგენილი საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში, ეს 2018 წლის იანვარში ე.წ. იანვრის შორტ-ლისტის გამოქვეყნების დროს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც უშუალოდ საოსკარე ნომინანტ ხუთეულს დაასახელებენ.

ცნობილია, რომ აღნიშნულ კატეგორიაში მოსახვედრად კინოაკადემიაში უკვე გაიგზავნა ამ ნომინაციის ფავორიტებად შერაცხული გერმანული და შვედური ფილმები - ფათიჰ აქინისა (Aus dem Nichts) და რუბენ იოსტლუნდის (The Square) წლევანდელი წარმატებული ნამუშევრები.

რაც შეეხება რიგით 90-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, ის მომდევნო წლის 4 მარტს ტრადიციულად ლოს-ანჯელესის დოლბის თეატრში გაიმართება, მისი წამყვანი კი წინა წლის მსგავსად კომიკოსი ჯიმი კიმელი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]