weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

კულტურა

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ახალი მომღერლები და ჯგუფები შეიყვანეს. 2019 წლიდან დიდების დარბაზს სულ 7 შემსრულებელი შეუერთდება.

ლონდონში მდებარე „როიალ ალბერტ ჰოლში“ გამართულ 2018 წლის მოდის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე (The Fashion Awards) წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალია დასახელდა.

თეატრალური პრემია „დურუჯის“ საიუბილეო მე-10 დაჯილდოებაზე, რომლის ცერემონიაც ტრადიციულად ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართა, 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კომიკოსი მსახიობი კევინ ჰარტი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიას აღარ წაიყვანს, რისი მიზეზიც მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები გახდა. კევინ ჰარტმა ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნის საპასუხოდ ბოდიში არ მოიხადა „ტვიტერზე“ ადრე გამოქვეყნებული ჰომოფობიური ხუმრობების…

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსების პრესტიჟული დაჯილდოების ნომინანტთა სრული სია გამოაქვეყნა. ყველაზე მეტი, 6 ნომინაცია პოლიტიკურ-სატირულ ბიოგრაფიულ სურათ „ვიცე-პრეზიდენტს“ ერგო.

უკრაინელ რეჟისორ სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი ფილმის, „დონბასის“ ჩვენების შემდეგ საპატიო „პრომეთეს“ ჯილდო გადაეცა. რეჟისორის თქმით, ფილმი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზეა, რაც საქართველოსთვისაც…

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. ფოცხიშვილის თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია დღეს მიიღეს, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყეს.

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი სახელწოდებით „წერილი ღმერთზე“ ქრისტის აუქციონზე 2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. გენიოსი ფიზიკოსის ორგვერდიან ხელნაწერში რელიგიის კონცეფციაზეა საუბარი.

მსახიობი, კომედიანტი და ტელეწამყვანი კევინ ჰარტი ოსკარების დაჯილდოების 91-ე ცერემონიის წამყვანი იქნება.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]