საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის მარიხუანას წარმოებას და ექსპორტზე გატანას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.
გურჯაანში მდებარე პურის საცხობებში პური 5-10 თეთრით გაძვირდა და 55-60 თეთრი გახდა. მეწარმეები პურის გაძვირების მთავარ მიზეზად ფქვილზე ფასების მომატებას ასახელებენ.
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის მშენებლობა საქართველოში უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ „შტადლერის“ მფლობელის, პიტერ შპულერის, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძისა და თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი…
„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მათ ფინანსურ პრობლემებს ხელოვნურად უქმნის და თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ცდილობს, ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა.
კახეთში საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1.80-დან 3 ლარამდე მერყეობს. კომპანია „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ ქინძმარაულის მიკროზონის საფერავს 3 ლარად იბარებს, მუკუზნის მიკროზონაში მოყვანილ და ჩვეულებრივ საფერავში კი 2 ლარს იხდის.…
7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 17 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 10 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სიმინდის შემოტანა შესაძლოა აიკრძალოს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „რეგინფოს“ განუმარტეს, ამ საკითხზე მთავრობაში მსჯელობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ს რეფორმით წელს ქართული ბიზნესისთვის ნახევარ მილიარდ ლარამდე ოდენობის თანხის დაბრუნება იგეგმება. პრემიერმა ქართველ მეწარმეებს დღგ-ს დაბრუნების სისტემაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს…
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5…
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6165 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5844 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ 0.0321 ლარი შეადგინა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11