weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ეკონომიკა

მევენახეების მიერ ამბროლაურში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, გადაწყდა, რომ ღვინის კომპანიები ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ერთ კილოგრამ ყურძენს 7 ლარად ჩაიბარებენ. მანამდე კომპანიები მევენახეებს 6 ლარს სთავაზობდნენ.

ამბროლაურში მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ყურძნის ფასს აპროტესტებენ. მევენახეების თქმით, ღვინის კომპანიები ერთ კილოგრამ ყურძენში 5-6 ლარს სთავაზობენ მაშინ, როდესაც გასულ წელს ჩასაბარებელი ფასი 7-8 ლარი იყო.

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი 28 ოქტომბრიდან თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად იზღუდება. ცვლილება „რეკლამის შესახებ“ კანონში შედის.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ „ქუთაისის წყალარინების პროექტის“ დასაფინანსებლად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებში, ჰიდროელექტროსადგურ „ხელედულა 3“-ის მშენებლობის 30 მილიონი დოლარით დაფინანსებას გეგმავს. პროექტის კონცეფცია EBRD-ის ბორდმა გუშინ განიხილა, დაფინანსების შესახებ…

გამოცემა Bloomberg-ი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევას აქვეყნებს. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა, ზრდა 27.9%-ია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. მიმდინარე წელს საწარმოში დაგეგმილია 3 ათასი ტონა ყურძნის ჭაჭის მიღება-გადამუშავება, საიდანაც 55-60 ტონამდე ყურძნის წიპწის ზეთს და წიპწის ფქვილს დაამზადებენ.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ღვინის ინდუსტრია, გაიზარდა ღვინის ექსპორტი, რასაც შედეგად, ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა. თუ 2012 წელს საქართველოში 50-მდე სხვადასხვა…

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]