weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეკონომიკა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება. ცქიტიშვილის თქმით, პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებენ.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შეზღუდვის რეგულაციები, რომლებიც კომერციული ბანკებისთვის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. პირველი არხის ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს…

„ომეგა ჯგუფში“ შემავალმა თამბაქოს კომპანია „ოჯთ“-მ, რომელიც სამი თვე იძულებით იყო გაჩერებული, მუშაობა განაახლა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ 26 ოქტომბერს „ოჯთ“-მ სახელმწიფო ბიუჯეტში დაგროვილი ვალის დაფარვა დაიწყო და…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლის მესამე კვარტალში მცირე ბიზნესის შემოსავლები გამორმაგდა და თითქმის 100%-ით გაიზარდა.

სიღნაღში ზეთისხილის მოსავალი აიღეს

ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 11:16

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ზეთისხილის მოსავალი აიღეს. კომპანიამ „ქართული ზეთისხილი“ საქობოში პლანტაციები 300 ჰექტარზე 7 წლის წინ გააშენა, ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს შეიქმნა.

15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, რომლის მიზანი ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებაა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც წლის დასაწყისში შეჩერდა, ნოემბერში განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ ავრცელებს.

„ორჯერ მეტს ვაშენებთ ყველაფერს. რაც აუშენებია „ნაციონალურ მოძრაობას“, მარტო მე ვაშენებ დღეს - გზები, ხიდები, რაც გინდათ დაასახელეთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7082 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6951 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0131 ლარი…

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორიდან ლილოს, ასევე აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტრო აშენდება, რომელიც 200 ათას ადამიანს მოემსახურება. პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყება. მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში ეტაპობრივად, 2020-2022 წლებში…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]