საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო საგრანტო პროგრამა 2018 წლის 20 აგვისტოდან ახალი პირობებით განახლდება და 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გაიზარდა დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და 15 000 ლარის ნაცვლად, 20…
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6343 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 2.5694 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0649 ლარი…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ხე-ტყის მომპოვებელი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5694 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5339 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართვებაში 3.5 თეთრით გაუფასურდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა.
დუშეთის და ახმეტის სოფლებში მსხვილფეხა პირუტყვი ნოდულარული დერმატიტით მასობრივად დაავადდა. სოფელ ვაშლობში მცხოვრებ ციური გიგაურს ერთი ძროხა უკვე მოუკვდა, რვა სული კი დაავადებას ებრძვის. მთიულეთის სოფლებში საქონელი სხვა ფერმერებსაც დაეხოცათ.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება 2.5339 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4687 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0652 ლარი შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს. ვებგვერდ www.hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნება.
2018 წლის ოქტომბრიდან, ხორბლის და ქერის კულტურა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. შესაბამისი დადგენილება „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერთა მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია და პირველივე დღეს ბაზაში ათეულობით ფერმერი დარეგისტრირდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11