საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 223.7 ლარი შეადგინა, რაც წინა წელს იმავე თვეში არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით 34.2 ლარით მეტია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო, კიდევ გაიზრდება, 2022 წლის გაზაფხულიდან კი შემცირებას დაიწყებს. მისი თქმით, ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება და…
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96 150 065 ბოთლი ღვინო, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 69.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილებს ავრცელებს. პირველ წერილში ის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „ინტერ რაოსთან“ გაფორმებული „მძიმე ხელშეკრულება“ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით დახვდა. მისივე თქმით, კომპანია ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ითხოვდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2022 წელს პენსიების ზრდასთან დაკავშირებთ ისაუბრა.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას რუსული ენერგოჰოლდინიგი „ინტერ რაოსთვის“ 80.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა სახელმწიფო ტელეარხმა „როსია 24“-მა გაავრცელა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11