საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიოს. თურნავას თქმით, ამ ეტაპზე თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე ინვესტორის გასვლა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია და მთავრობა ვალდებულია, დროული რეაგირება მოახდინოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა დაახლოებით 10%-ის ოდენობით.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83.8 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე…
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეორვნული სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
პირველი დეკემბრიდან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის, კერძოდ, არასაყოფაცხოვრებო/კომერციული მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ფასი 1.15 ლარით განისაზღვრება.
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი მიიჩნევს, რომ საქართველოში დიდი ჰიდროელექტროსადგურების დრო დასრულებულია. ამის შესახებ მან ForbesTalks-თან ინტერვიუში ისაუბრა.
თეო გიგლემიანი მაშინ 23 წლის იყო, სამ პატარა ბავშვთან ერთად, მან და მისმა მეუღლემ, 33 წლის მერაბ ჭეხანმა საცხოვრებლად თეთნულდში გადასვლა რომ გადაწყვიტეს. სახლი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მამაპაპისეულ მიწაზე…
„სვანეთის მომავალი ჩვენი აზრით ასეთი უნდა იყოს - კულტურულ მემკვიდრეობას მოვუფრთხილდეთ, მეტი ქოხი და კოტეჯი ჯობია აშენდეს, ვიდრე დიდი შენობები, რომლებიც ხედებს ფარავს“
„ჩვენ გვაქვს მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, რომ 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ წელს და უკვე საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11