weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ეკონომიკა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1328 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქული კომპანია, შპს „ალიბაბა“ დააჯარიმა. ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი – ტკბილეული, ჩაი,…

2021 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან 65 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიღებული შემოსავალი 145 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია.

მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა, რომლის მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას, მოსახლეობას ტყიბულის აღორძინებას დაჰპირდა. მისი თქმით, ტყიბული იმაზე ლამაზი უნდა გახდეს, რაც მას 1990 წელს ახსოვს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში – შილდაში, ენისელში, საბუეში, გრემში, ქალაქ ყვარელში, კუჭატანში, გავაზში, ჭიკაანში, ახალსოფელში, მთისძირსა და ბალღოჯიანში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება.

ფერმერები, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული (დაბალხარისხიანი) ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 27 აგვისტოს კახეთში, კერძოდ, გურჯაანის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 5000 ჰექტარი დაისეტყვა. დავითაშვილის თქმით, ძირითადად ვენახებია დაზიანებული. მევენახეებს ჯამში 1200 ჰექტრამდე ფართობი ჰქონდათ…

კახეთში, 26 აგვისტოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს, რომლებსაც ყურძენი სრულად გაუნადგურდათ და მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, მთავრობა ერთჯერადი კომპენსაციის სახით, ჰექტარზე 3000 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში გუშინ საღამოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებულ, დაუმწიფებელ საფერავს 1 ლარად ჩაიბარებს, რქაწითელსა და კახურ მწვანეს კი 50 თეთრად. გურჯაანში „უნივერსალ სპირიტსი“, თელავში…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]