weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ეკონომიკა

11 თებერვლიდან ფინკა ბანკში სიახლეა - სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათ შორის, აგრო სესხებზე. ბანკში განხორციელებული ცვილილებების შედეგად, გამარტივდა სესხის აღების პროცედურები. 4000 ლარამდე სესხები, თუ ის არის ბიზნეს და…

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2018 წელს 498 000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში შოპინგის მიზნით შემოვიდა, რაც ვიზიტორების რაოდენობის 6.9%-ია.

სხვადასხვა დასახელების 24-მა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ (Japan Women’s Wine Awards 2019) უმაღლესი ჯილდოები – ორი ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი გაუნულდათ, ურჩევს, აიღონ ცნობა, რომლითაც დადასტურდება, რომ ამა თუ იმ კომპანიის მიმართ დავალიანება აღარ აქვთ.

აშშ-ის სახელმწიფო დავალიანებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, სახელმწიფო ვალი 2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და ამჟამად 22 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

2019 წელს აზიურ ფაროსანასთან და სოფლის მეურნეობის კულტურების სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მილიონი ლარით დაფინანსდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, აზიური ფაროსანა ბოლო ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად, 2016 წლიდან დღემდე, მიწა 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა, რეგისტრირებული მიწების ფართობი კი 300 ათას ჰექტარს აღემატება.

2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305 939 შეადგინა, რაც 17 061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +5.9%). ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე გაიზრდება, რისი მეშვეობითაც ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]