საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის ტარიფს ზრდის. კომპანიის განცხადებით, 2019 წლის პირველი მარტიდან საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი იქნება, დღგ-ს ჩათვლით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მთავრობისთვის ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, კომპანია, რომლისგანაც სამთავრობო უწყებებისთვის რუსული თაფლი უნდა შეეძინათ, ტენდერიდან მოხსნილია. სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი თაფლის ნიმუშმა დადგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 29 იანვრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 29 723 ტონა შეადგინა. გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოდან 23 122 ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, 15 თებერვლიდან ბიზნესი დღგ-ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს.
„გვაქვს საკმაოდ შორს წასული მოლაპარაკებები ჩვენი საკუთარი ფლოტის შექმნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, კომპანიებმა „სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“ არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება დაანონსეს, ვინაიდან ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა. ბექაურის თქმით, კარგია, რომ „სილქნეტმა“ კომისიის მიმართვის საფუძველზე,…
წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონი ლარია. მყიდველმა 41 150 კვ.მ ტერიტორიაზე მინიმუმ 110 ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის…
ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს და ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს. ფინკა ბანკის 6 სახის დეპოზიტი მომხმარებლების მიზნებზეა მორგებული. საინტერესო პირობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11