weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

ადამიანის უფლებები

ბათუმის აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში მსჯავრდებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ღოღობერიძის ადვოკატის პაატა შავაძის განცხადებით, ორივე მსჯავრდებულმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.

ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო.

28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან იკრძალება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დღესაც არ გადმოსცა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ რუსეთის საექსპერტო ბიუროდან…

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ უფლებამოსილებას, რომლითაც შესაძლებელია მერისთვის უნდობლობის გამოცხადება და თანამდებობიდან გადაყენება.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ჯარისკაცის, ბექა რუსიას გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯალაღონია დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს სამი მოქალაქის დაკავებას, მათ შორის ერთ-ერთის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. ფედერიკა მოგერინის ოფისის მიერ გავრცელებულ…

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უარყოფს მოსამართლე ირაკლი შავაძის ბრალდებებს, მასზე ზეწოლის, მისთვის მართლმსაჯულების განხორციელებაში და უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით ხელშეშლის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს ზეწოლაში და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ირაკლი შავაძეს თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. შავაძე ამბობს, რომ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]