weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

ადამიანის უფლებები

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერედან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 65 წლის მამაკაცი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოქალაქე მარიამ ჭანტურიას კუთვნილ ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარება; თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა დასჯა - ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რაც პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან…

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმართა შეწყალების საკითხზე საერთო სამუშაო ჯგუფს შექმნიან. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და შეწყალების…

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები სოლომონ ბაჯელიძე და რევაზ ხარაზი, რომლებიც ქობულეთში, ასწლოვანი ევკალიპტის გადატანის დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეული 250 ლარით…

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავისმანიდან რუსმა სამხედროებმა თამაზ ილურიძე გაიტაცეს. ადგილობრივების თქმით, 52 წლის მამაკაცი იმ დროს წაიყვანეს, როდესაც სოფლის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]