weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

ადამიანის უფლებები

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის იურისტის, თამთა მიქელაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი განაცხადი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან…

ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების წესში ცვლილებები შედის და უფრო ჰუმანური ხდება იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რომელიც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არ არის ჩადენილი.

სამართალდამცავებმა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 32 წლის ბ.ო. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით,…

პოლიციამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დევნოზაშვილების ოჯახში, მშობლების მიერ რვა შვილის სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგსა და მენეჯერს, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლაში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმება ჩაატარა, რომლის შედეგადაც დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლისთვის სკოლაში თავსაბურავის ტარების აკრძალვა არ დადასტურდა. TDI-ის…

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) 0,3726 გრ. ბუპრენორფინის ფლობისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]