weather cur horoscope tv
მაისი 26, 2025

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ არ გადავდგამთ ნაბიჯებს ესკალაციისკენ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ტექნიკური შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც სოფელ ჩორჩანასთან გაიმართა.

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი „პროვოკაციების აღსაკვეთად“ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი მარია კოტაევა ომის შესაძლებლობას გამორიცხავს. იგი ამბობს, რომ სააკაშვილის ნაბიჯებს დღეს საქართველოში აღარვინ გაიმეორებს. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ამის შესახებ…

საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარების განსახილველად ტექნიკური შეხვედრა დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მიმდინარეობს.

ცოლის და არასრულწლოვანი შვილებისადმი ძალადობისთვის აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ კაცს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან. ინფორმაციას ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისია ავრცელებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარების განსახილველად დღეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. დაგეგმილია, რომ შეხვედრაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. ამის შესახებ „რეგინფოს“ ადგილიდან საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ აცნობა.

კახეთში, თელავის რაიონში ძალადობის და ფულის გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთ სამინისტრომ 2 კაცი დააკავა.

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ბასილაშვილმა 30 აგვისტოს გამართულ მატჩში ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი 4 სეტში დაამარცხა და ტურნირის მესამე წრეში იასპარეზებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]