weather cur horoscope tv
მაისი 23, 2025

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი, რომელიც 27 აგვისტოს, თბილისში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, რუსეთის რაგბის ფედერაციამ მატჩი საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო გააუქმა.

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს კურსებზე - UX და NET. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 31 ივლისამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულებზე…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხის ქვეშ არ დგას.

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მისი საკუთრებაა და არა ქიბარ ხალვაშის. ოქრუაშვილის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ტელეკომპანიის წილებზე…

სამართალდამცველებმა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს. საქმე ეხება სამი დღის წინ, თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის მუშის დაღუპვის ფაქტს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გაავრცელა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი.

ნიკა გვარამია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად ტელეკომპანიის მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]