weather cur horoscope tv
მაისი 23, 2025

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოწმის სახით დღეს გამოიკითხება. გამოკითხვა 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება. მინისტრის განცხადებით, ეს ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც რუსული ავიასანქციების შედეგად დაზარალებულ ტურისტულ სექტორს დაეხმარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანის, ინგა გრიგოლიას მიმართ ბულინგს ახორციელებდნენ, რომელიც მისთვის „აბსოლუტურად მიუღებელია“.

თბილისში, დოლბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მომუშავე 16 წლის მუშის გარდაცვალებას სახალხო დამცელი ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 19 ივლისს, 08:45-ზე გავა.

ყვარელში მდებარე „მეღვინეობა შილდას“ სადეგუსტაციო ცენტრი, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო მწვანე არქიტექტურის მქონე შენობებს შორის დასახელდა. მწვანე არქიტექტურის ხუთი ბრწყინვალე ნიმუშის შესახებ Euronews-ი წერს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ…

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო არხის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მათ ჟურნალისტს უზრდელი უწოდა, ხოლო ტელეარხი „რუსთავი 2“-სა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალად მოიხსენია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]