weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს. მაღაზიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქურდები შენობაში დაახლოებით ღამის სამ საათზე შევიდნენ. კამერებმა სამი ადამიანი დააფიქსირეს.

მიუნხენის „ბაიერნმა“ 22 წლის ფრანგი მარჯვენა მცველი, 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო გოლის ავტორი ბენჟამინ პავარი გაიფორმა. მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთელი, რომელიც „შტუტგარტში“ ირიცხება, ბავარიულ გრანდს სეზონის ბოლოს შეუერთდება.

სასამართლომ ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, ადვოკატმა კი 1000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლორია ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელი გახდება და ამიერიდან კოსტანაის „ტობოლის“ კარს დაიცავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. სუს-ში განმარტავენ, რომ რეგიონებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტში, ატენთან მდებარე ნასოფლარ დრეს დასახლების სტატუსი მიენიჭება. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 11 იანვრის სხდომაზე მიიღებს. მერიის მოთხოვნით, ტერიტორია სოფელ ატენისგან გაიმიჯნება და…

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, ჯერჯერობით დაუდგენელი ვირუსით 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 11 წლის წინ ნასესხები თანხა ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას მოხმარდა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ბანკი…

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ავტომატურად აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მიმართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]