weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

თბილისის „დინამოს“ ნაცვლად ლევან ხარაბაძე ამიერიდან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბ „ციურიხის“ ღირსებას დაიცავს. შეთანხმების თანახმად, ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში 1.5-წლიანი იჯარით ითამაშებს და შვეიცარიელებს მისი სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტრავმის მიუხედავად გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს 2019 წლის პირველ სუპერტურნირში.

H1N1 ვირუსით 28 წლის ჩოხატაურელი მამაკაცი დაიღუპა. ახალგაზრდა 9 დღის განმავლობაში ქუთაისის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ოჯახის წევრების თქმით, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რის გამოც ვირუსი გაურთულდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის, ასლანბეკ დადაევისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დადაევი საზღვრის გადმოკვეთას 7…

გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო. სარჩელი ეხებოდა სახელმწიფოს მიერ არაეფექტური გამოძიების ჩატარებას მუქარის წერილებზე, რომლებსაც ისმაილოვა იღებდა და რომელთა მიხედვითაც, თუ ის…

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ლიბანელი ყოფილი პორნომსახიობი მია ხალიფა ინგლისის პრემიერ ლიგის ორგანიზებულ პროექტში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე დაწერა და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მაისურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

რუსული თანამგზავრი Космос-2430, რომელიც სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელ სისტემა Око-ს შემადგენლობაში შედიოდა, ორბიტიდან მოწყდა და ატმოსფეროში დაიწვა.

საქართველოში დაფიქსირებული ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]