weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისთვის. ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია“, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო…

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გამო, თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს…

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, სამი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ. მისივე თქმით, კლინიკაში გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდულია.

ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის კინო და სატელევიზიო დაჯილდოების რიგით 76-ე ცერემონია გაიმართა. „ოსკარების გენერალურ რეპეტიციად“ წოდებულ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (HFPA) მართავს, სამი ჯილდო ბიოგრაფიულმა კომედიურმა სურათმა…

„არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია საუბარი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ილია მეორეს მადლობა გადაუხადა საშობაო ეპისტოლისთვის, სადაც ცილისწამებაზე და „სიტყვით ძალადობაზეც“ არის საუბარი. როგორც კობახიძემ თქვა, ეს ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით დღეს თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული დ.პ. თბილისში დააკავა.

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ხარაგაულსა და წყალტუბოში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პაციენტები საავადმყოფოში 31 დეკემბერს გარდაიცვალნენ. სულაბერიძეებისა და ბარბაქაძეების ოჯახს ცხედრები ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ გაატანეს.…

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის საშობაო ეპისტოლეში ყურადღებას ამახვილებს სიტყვის თავისუფლებით „ბოროტად სარგებლობაზე“, სასკოლო განათლებასა და ოჯახის ინსტიტუტზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]