საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ფოსტამ მარკაზე, რომელიც 2018 წელს საქართველოს ხიდების სერიის ფარგლებში დაბეჭდა, თბილისში მდებარე მშვიდობის ხიდი (ინგ. Bridge of Peace) გამოსახა. მარკაზე ხიდის სახელწოდებად ინგლისურად „თავისუფლების ხიდი“ (ინგ. Freedom Bridge) დააწერეს.
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის „ბორდერიზაციას“ სოფელ ატოცთან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთში 332 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გენერლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.
სომხეთის პოლიციამ ერევანში, ნუბარაშენის რაიონში ე.წ „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი („მერაბ თბილისსკი“) დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 43 წლის კალაშოვი 2015 წლიდან საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.
გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა. 50 წლამდე ქალი სავარაუდოდ გზაზე გადადიოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერ რემიკ პოღოსიანის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოკითხვის დროს დაზარალებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა. რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიაზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და…
„გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩავალ ავღანეთში. დიახ, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11