weather cur horoscope tv
მაისი 31, 2025

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, 14 სექტემბერს, 10:30 საათზე, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, საქართველოს განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და მისი მოადგილის გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ სექტემბრის სუპერტურნირზე მე-2 მარცხი განიცადა. აკი ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინი წინა სუპერტურნირის გამარჯვებულთან, აღმოსავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე მიტაკეუმისთან დამარცხდა.

14 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში საპროტესტო აქცია გაიმართება, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით.

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადენორ ლეონარდო ბაკიმ, იგივე ტიტემ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს უპასუხა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მცხოვრებ 44 წლის ვალერი გელაშვილს, რომელმაც ნაკრძალის ტერიტორიაზე 2 ძაღლი ჩამოახრჩო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს…

მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო რუსეთის ნაკრებისა და „ვალენსიას“ ნახევარმცველთან, დენის ჩერიშევთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს.

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში ნახეს დამხრჩვალი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]