საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ იხუმრა, როდესაც ჟურნალისტებს „ტვინის განძრევისკენ“ მოუწოდა. მათ, ვინც ხუმრობა ვერ გაიგო, ზურაბიშვილი ბოდიშს უხდის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმში მდებარე სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას შენობიდან სტუმრების გაყვანა და საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა. ადმინისტრაციას ამ მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვს.
პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის სასახლის ზომა მის უფლებამოსილებებთან თანხვედრაში უნდა იყოს. უსუფაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ თუ სასახლის ზომა კავშირშია თანამდებობის პირის საძალაუფლებო წონასთან,…
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს.
პარლამენტის წევრისა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჟურნალისტების მისამართით გაკეთებულ რეპლიკას, „ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ“, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი არაეთიკური…
25 აგვისტოს ქობულეთში დაგეგმილი Kobuleti Ozone Fest აღარ გაიმართება, შესაბამისად, გაუქმდა ფესტივალზე მიწვეული ჯგუფების, ДДТ-სა და Nemra-ს კონცერტები. ДДТ ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ნაირა კვაჭაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი გოგონა პაპამ ნახა.
ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლე მის უფლებამოსილებებთან თანხვედრაში უნდა იყოს. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც უფრო ფართოა.
„ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ“, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იცხოვრებს თუ არა ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11