weather cur horoscope tv
მაისი 25, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 22 წლის ბიჭი დააკავა.

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს ის 34 წლის გახდებოდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი…

თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, ბარჯისხევში, მაღალი გამავლობის ავტომანქანა დაიწვა. მძღოლმა ცეცხლი დროულად შენიშნა და მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომლის ბორტზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მეოთხე დღეა გაუჩინარებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემთან კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. მაშინ გემი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე,…

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 46 800 ლარი დახარჯა ვერტმფრენით მომსახურებაზე, რომ თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის 3 900 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა. საბიუჯეტო თანხების უყაირათოდ ხარჯვის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ირანელი ქალების ისლამურ თავსაბურავებს უპატივცემულოდ მოეპყრნენ. შემთხვევა თბილისი-ისპაჰანის რეისზე, უსაფრთხოების შემოწმების დროს მოხდა.

18 წლის ვაკო მარჩილაშვილმა წყალქვეშ რუბიკის კუბის აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ერთი ჩასუნთქვით 6 ცალი სტანდარტული (3X3) რუბიკის კუბი ააწყო.

18 აგვისტოს, იტალიის ქალაქ ბრუნეკში, რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში მთის ხალხის ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი სვანეთს და მის კულტურას მიეძღვნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება სვანური სიმღერები, გამოიფინება სუვენირები და სტუმრებს სვანური…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 წლის მათე კვარაცხელია გვიან ღამით, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრი ძამბოლატ თედეევი მათი მეგობარია და „მოჭიდავეები მაიკას ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმე არ არის“.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]