weather cur horoscope tv
მაისი 25, 2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში ქვის გადამამუშავებელ კარიერზე ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ მერის წარმომადგენელმა ტავრო ჭანტურიამ უთხრა, 46 წლის მამაკაცს მუშაობის დროს ტრაქტორი მოუცურდა და გადმოხტა, თუმცა მანქანა ზედ დაეცა.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის ყველა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ახალციხეში 78 წლის ქალი ჯერ ცემეს, შემდეგ კი გაძარცვეს. როგორც მეზობლებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას თქვეს, მძარცველებმა პენსიონერის სახლში დაახლოებით ღამის 3 საათზე შეაღწიეს, ქალი გაკოჭეს, ცემეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი…

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5694 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5339 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართვებაში 3.5 თეთრით გაუფასურდა.

„ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ“, - ამის შესახებ…

სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშნის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის…

თელავის რაიონულმა სასამართლომ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე 9 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებულ მიკროავტობუსის მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოზე დადასტურდა, რომ ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხვდებიან. როგორც სუბარმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა,…

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“  3132 ლარით დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, „ობიექტივი“ საკუთარ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევო პერიოდში ანთავსებდა, რითიც კანონი დაარღვია.

ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართული ევროპის ჩემპიონატი სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა. გაფრინდაშვილი გათამაშების შემდეგ 5.5 ქულით პირველობას რუს ელენა ფატალიბეკოვასთან ერთად იყოფდა, თუმცა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლით აჯობა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]