საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია კულტურის სამინისტროს გაუქმებასა და განათლების სამინისტროსთან გაერთიანების იდეას აკრიტიკებს.
ბილ გეიტსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარაა. ეს წოდება მან Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს კიდევ ერთხელ დაუთმო. ამ დროისთვის ჯეფ ბეზოსის ფინანსური მდგომარეობა $141 მილიარდია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 და 2020 წლებში დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარით ზრდა, რისთვისაც საშუალოვადიან ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, გასულ წელს 68.5 მილიონს მიაღწია.
მიწის ნაკვეთების სპეციალური წესით რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი, რომლის ვადა 2018 წლის 1 ივლისს იწურებოდა, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.
კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამედიცინო (რეკრეაციული) მიზნით მარიხუანას ფლობის, მოხმარებისა და გაყიდვის ლეგალიზებას ითვალისწინებს. ახალი კანონი ძალაში სექტემბრიდან შევა.
ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენწლიანი პატიმრობა მიესჯება ხურციძეს. მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.
კალათბურთელი თორნიკე შენგელია და მისი კლუბი „სასკი ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონები ვერ გახდნენ. ვიტორიელებმა ფინალური სერია მადრიდის „რეალთან“ ჯამში 1:3 დათმეს. სერიის პირველი მატჩი „ბასკონიამ“ მადრიდში მოიგო და დიდი იმედიც ჩაისახა,…
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ჩატარებულ და მიმდინარე ღონისძიებების გასაცნობად აბაშაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი იმყოფებოდა. გრეგ კრავჩუკის განცხადებით, ორგანიზებული მიდგომა, რომელიც მას დახვდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შეამცირებს მავნებლის წნეხს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.
რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური დაიწყო და პირველ შეხვედრაში მასპინძელმა რუსეთმა კვლავ მოახერხა სოლიდური ანგარიშით გამარჯვება. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდის წინააღმდეგ ეგვიპტის ნაკრებს ლიდერი მოჰამედ სალაჰი დაბრუნდა, თუმცა მისი გატანილი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11