weather cur horoscope tv
მაისი 15, 2025

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პეტკო სილაკოვისა და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ნინო ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) დღეს დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპროტესტო აქციაში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკაცრი ზომები იქნება მიღებული იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ვინც სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვეს და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორი კომპანია შპს „იბოლია“, რომლის 40 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, 27 505 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი 19 აპრილს, „ობოლიას“ მიერ გორის გვირაბში მოძრაობის…

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას, სადაც პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 20-მდე ახალგაზრდას წინ ოფიცერი მიუძღოდა, რომელსაც სომხეთის დროშა უჭირა.

საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელს II დივიზიონის თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ ტაუნში გამართულ ტურნირზე ხუთიდან 4…

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის. ხელშეკრულება რკინიგზასა და კომპანია „გრატოს“ შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სასწავლებლის ასობით სტუდენტი შეუერთდა. დღეს მათ სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]