საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
დედოფლისწყარო მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს ბიუჯეტის ხარჯზე თვეში 4000 ლიტრი ბენზინი და 250 ლიტრი დიზელი გამოეყოფათ, რაც წელიწადში 51 000 ლიტრს შეადგენს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინიციატივა, რომელიც მთავრობაში შევა დასამტკიცებლად.
სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ ტაუნში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე III დივიზიონში მოასაპრეზე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მესამე ტურში მესამე გამარჯვება მოიპოვა. როლანდ სვანიძის გაწვრთნილმა ეროვნულმა გუნდმა ჰონ კონგის ნაკრები 11:1 გაანადგურა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში მიიწვია. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი ლაშა ჩ.დააკავეს.
ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების პოზიციების დაბომბვა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰეიდარ ალ-აბადის პრესსამსახურმა გაავრცელა.
სვაზილენდის მეფე მსვატი მესამემ ქვეყანას სახელწოდება შეუცვალა და ესვატინის სამეფო დაარქვა. მონარქმა გადაწყვეტილება 19 აპრილს დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე მიიღო. მისი განცხადებით, სვაზილენდი ხშირად ეშლებათ შვეიცარიაში, რადგან ისინი ინგლისურად…
აგარიდან ორდღიანი მსვლელობის შემდეგ კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები დღეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ. ისინი ქარხნის ამუშავებას და ამ პროცესში მთავრობის ჩართვას მოითხოვენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11