weather cur horoscope tv
მაისი 15, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, გიორგი ქანდაურიშვილს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს. შემთხვევა 24 აპრილს მოხდა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარამდე დაიხარჯება. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება…

გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის სამსახურეობრივი ავტომანქანა „Toyota landcruiser lc150“-ის, ასევე მისი მოადგილეებისა და საკრებულოს თავმჯდომარის 3 ერთეული სედანის (KIA) რეცხვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4990 ლარი დაიხარჯება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 10 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ავტომანქანა გადაეცა. ტექნიკის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, სიმინდის ფართობები და…

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია „იმედში“ უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, პროკურატურამ…

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები ხელფასს 1-ლი მაისიდან აიღებენ, საწარმო სრული დატვირთვით კი დაახლოებით ერთ თვეში ამუშავდება. ეს გადაწყვეტილება დღეს, ბიზნესომბუდსმენს, დამსაქმებელსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლონდონი 1-8 მაისს ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

შაქის სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა. „კავკაზსი უზელის“ ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთის შესრულებად შეაფასეს. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]