საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის მერია 2018 წელს გამოშვებულ 30 ერთეულ ჰიბრიდულ ავტომანქანას ყიდულობს, რაშიც ბიუჯეტიდან 1 578 270 ლარი დაიხარჯება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, აცხადებს, რომ საკუთარი ღირსებისა და პატივის დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად…
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67 472-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან 5 ნარკორეალიზატორია.
ერევნის ცენტრში მდებარე სწრაფი კვების რესტორან Burger King-ში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. შემთხვავა 2 აპრილს, საღამოს მოხდა. დაშავებულთა შორის ძირითადად არასრულწლოვნები არიან, მათგან ყველაზე პატარა 6 წლის ბიჭია.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეორე დღეა აქციას მართავენ. ისინი პორტში თანამშრომლების შესაძლო შემცირებას აპროტესტებენ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციის შენობაში ათამდე თანამშრომელი შიმშილობს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11