საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბრიტანული Vogue-ის 102-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, ჟურნალის გარეკანზე ჰიჯაბიანი მოდელი მოხვდა. მაისის ნომრისთვის მოდის ჟურნალმა 9 მოდელი შეარჩია, რომელთა შორის წარმოშობით კენიელი მუსლიმი გოგონა, 20 წლის ჰალიმა ადენიც არის.
1-ელ აპრილს, მოსკოვში კინოპრემია „ნიკას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნომინაციაში „დსთ-ს, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი“ ელდარ შენგელაიას „სავარძელი“ გახდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მერიის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების ხელფასების გაზრდის საკითხი დაამტკიცა. მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 2000 ლარის ნაცვლად 2500 ლარი იქნება, ხოლო მეორე მოადგილის - 2400…
ბათუმში, მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე დაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი დანით ფეხშია დაჭრილი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2018-2019 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალა“), რომელსაც 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ფლობისთვის 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ბრალი ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვისაც წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების…
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა.
„გასული საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში, ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება, სახალხო დამცველის განხილვის საგნად კვლავ აბრუნებს სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას“, - აღნიშნულია…
ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საშუალო სკოლებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, სწავლება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე იქნება ნებადართული.
50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე გოლფ 3-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11