საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).
დაბა აგარაში, კომპანია „აგარის შაქრის“ 400-ზე მეტმა თანამშრომელმა ქარხნის ამუშავების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსად დაინიშნა. უფლებამოსილების განხორციელებას ის პრაღაში, 1-ლი მაისიდან დაიწყებს.
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს გააცნო.
ლონდონელმა არტ-კურატორმა ჰარი სმიტმა მდიდარი ანონიმური კლიენტების სახელით 113 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა პაბლო პიკასოს 13 ნამუშევრის შესაძენად.
„ის, რაც ბორჯომში ხდება, საგანგაშო და სახიფათოა, განსაკუთრებით თუ ეს პრეცედენტად იქცა. ეს მოსახლეობაში თვითმმართველობისადმი უნდობლობას გააჩენს. პოლიციით და სპეცრაზმით ასეთი თემები არ და ვერ გვარდება. მერიის მიერ ორგანიზებული გაფიცვები…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება, 27 მარტს კი „ჯვაროსნები“ ესტონეთს დაუპირისპირდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თბილისში, აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე მომხდარი საიუველირო და სუვენირების მაღაზიების დაყაჩაღების 2 ფაქტი გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული ნივთები. ბრალდებულის მიერ…
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში სპეცოპერაციის შედეგად 29-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. გამოცემა Torgauer Zeitung-ის ცნობით, დაკავებულები ძარცვასა და ქურდობაში არიან ბრალდებულები.
იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო სიების დახვეწის მიზნით 1-ლი მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო. აქცია 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11