weather cur horoscope tv
მაისი 09, 2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2017 წლის განმავლობაში ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18 - ჯერ აიღო, რაც საერთო ჯამში 70 440 ლარს შეადგენს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სოფელ წილკანში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ლევან იზორიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე იტურის პროვინციაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებას დროს 49 ადამიანი დაიღუპა. საქველმოქმედო კათოლიკურ ორგანიზაცია „კარიტასის“ (Caritas) წარმომადგენელთა თქმით, გარდაცვლილების გარდა არიან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანებიც.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს გამოშვებული 5 ერთეული „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად 284 000 ლარია გამოყოფილი.

როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს იაპონურმა კრაზანამ საქართველოში აზიურ ფაროსანაზე - ამ საკითხს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად შვეიცარიაში სწავლობენ.

ჩეჩნეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ვაინახი“ 4 მარტს, თბილისში, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს. ღონისძიების მხარდამჭერი ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროა.

4 მარტს, 18:30 საათზე, თბილისში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის და ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება.

ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა სოფელ ქვემო ალვანში თავის წარმომადგენლად კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და რაიკომის ყოფილი მდივანი, 64 წლის მერაბ ოთიურიძე დანიშნა. მერაბ ოთიურიძის შვილი „ქართული ოცნების“ კახეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის…

„მოვუწოდებთ სახელმწიფო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ ჩარევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, რათა საკრებულოსა და მერიას მიეცეთ შესაძლებლობა, თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი საქმიანობა“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]