საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე საწურბლიას მღვიმეში კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე მოეწყობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მღვიმეში სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანები გამაჯანსაღებელ პროცედურებს ჩაიტარებენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მდებარე ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ყარაჯანთ საყდარი“, რომელიც XV-XVI საუკუნეებით თარიღდება, წყალში დგას და მისი ნახევარი მიწით არის…
პარიზში მრავალდღიანი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სენას წყალდიდობის საფრთხის გამო, ლუვრისა და ორსეს მუზეუმები დროებით დაიკეტა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია მოამზადა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, სამოქალაქო აქტივობას არ მოწყდეს. პრემიერის თქმით, უახლესმა ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ მოქმედი რეზერვის…
ტერორიზმის ხელშეყობის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბერძენიშვილის ადვოკატის, მაია სირაძის განცხადებით, ბრალდებულს ახმედ ჩატაევთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა საქართველოში შემოსვლაში არ დახმარებია.
აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ჰუმანიტარულ ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისში შეიჭრნენ და სულ ცოტა, ხუთი ადამიანი მოკლეს, 12 კი დაჭრეს.
თეთრი ხმაურის მოძრაობა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პატიმრობიდან გათავისუფლების და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, 25 იანვარს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. აქციები ლოზუნგით „ყველა ერთისთვის“ გაიმართება თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმშიც.
UEFA-ს ერთა ლიგაზე D ლიგის I ჯგუფის კალენდარი გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, „ჯვაროსნები“ ყაზახეთთან, ლატვიასა და ანდორასთან ითამაშებენ.
პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ რესტორან „ერწოს იდილიაში“, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში მდებარეობს, პირადად მისი და 3 სხვა პარლამენტარის ქეიფის ხარჯი, 2017 წლის 10 აგვისტოს, თიანეთის გამგეობამ გადაიხადა.…
რუსეთის კულტურის სამინისტრომ კინოთეატრებში აკრძალა ბრიტანული სატირული კომედიის „სტალინის სიკვდილის“ (The Death of Stalin) ჩვენება, რომელიც რუსულ კინოგაქირავებაში 25 იანვრიდან უნდა გამოსულიყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11