weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთი სირიასთან საზღვარს „ტერორისტებისგან“ გაწმენდს. მისივე თქმით, ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს, რომ სირიელმა ლტოლვილებმა, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არიან, სამშობლოში მაშინვე შეძლონ დაბრუნება,…

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ერთკაციანი აქცია გამართა და უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ადგილობრივი განყოფილების უფროსის, მარიხუანას შენახვისთვის დაკავებული ოიუბ ტიტიევის გათავისუფლება მოითხოვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყავანეს, სადაც დაახლოებით ოც წუთში გარდაიცვალა.

მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მეგრული ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა და მის გადასარჩენად ხელისუფლებამ განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისების მიწოდება ქართულთან ერთად მეგრულ ენაზეც უნდა…

კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. პოლონური წარმოშობის მქონე დანიელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი 7:6 (7:2), 3:6, 6:4 დაამარცხა.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან დადებული ე.წ. სამხედრო შეთანხმების რატიფიცირებას. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ არ აღიარებს ამ ე.წ. ალიანსის ლეგიტიმურობას, რომელიც არ წარმოადგენს…

საქართველოში პირველად ჩამოასხეს ღვინო, რომლის ბოთლზეც ინფორმაცია ბრაილის შრიფტით არის დატანილი. ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტით საფერავი ღვინის მაღაზიებში 1-ლი თებერვლიდან გაიყიდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი ირაკლი მერკვილაძე დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება ქუთაისის ახალ N2 სამშობიარო სახლში 5 წლის წინ მომხდარ შემთხვევას,…

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.

ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ისტორიულ მიღწევის ავტორი გახდა. ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელმაც „იმპერატორის თასი“ მოიგო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]