weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, სამი პირი - 49 წლის ე.მ., 46 წლის რ.თ. და გ.გ. დააკავეს.

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 82 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.

ლანჩხუთისა და ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯის, 33 წლის ილო ტუღუშის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ილო ტუღუში მოკლეს. მეუღლე ეკა ტუღუში…

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

5 დეკემბერს, კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ახალი ძალების მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, ფოთის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარია ავად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.…

1924 წლიდან საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ეროვნული აქრივის ინფორმაციით, ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას - „ღირესების მანიფესტაციას“ მართავს. პარტიის წევრები კიევში სააკაშვილის დაკავების მცდელობას აპროტესტებენ.

ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ბადაგონმა“, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა. როგორც „ბადაგონში“ აცხადებენ, ცენტრის ვიზიტორები ინფორმაციას მიიღებენ ქართული მონასტრების, ლანდშაფტების, ღვინის ქართული…

პოპულარული გერმანული გამოცემა „ბილდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მეკარის, ოლივერ კანის სახლი 12 ნოემბერს გაძარცვეს, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]