საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2017 წლის 9 თვეში საქართველოში 22 ქალი მოკლეს, საიდანაც 13 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი. მაღალია მკვლელობის მცდელობის რიცხვიც. ფემიციდის სიმრავლე შემაშფოთებელია, - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
კრიტიკული დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლო 10 დღეში საწარმოო პროცესი შეუჩერა კახეთში მდებარე 6 ობიექტს, მათ შორის 2 რესტორანს თელავში, საზოგადოებრივი კვების 3 ობიექტს და ერთ საკონდიტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ გორის მერს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლებოდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მრჩევლების პოზიციები გაუქმდა, თუმცა შეცვლილ საშტატო ნუსხაში ახალი პოზიციებია დამატებული: მრეცხავი,…
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 პოლიციელი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალი უყურადღებოდ არ დატოვებს ყაზბეგის რაიონის იმ მკვიდრთა პრობლემებს, რომელთაც „საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ სამშობლოში არ უშვებს“.
წარმოშობით დაღესტნელმა სამოქალაქო აქტივისტმა მიკაილ კადიევმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. მიკაილ კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, სამინისტრო კადიევის საქმეს მესამედ ახალი კანონის საფუძველზე…
ახალქალაქში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან 100-მდე ადამიანი მეორე დღეა ადგილობრივი პოლიციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს. აქციის მონაწილეები პოლიციაში მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების უსაფუძვლოდ დაბარების, არაფორმალური გასაუბრების პრობლემურ პრაქტიკას და სამართალდამცავების მხრიდან მუქარის…
ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს მებრძოლი ცნობილი ჩეჩენი მომღერალი აზა ბატაევა მეუღლესთან ერთად ერაყის ქალაქ მოსულში დაიღუპა. „კავკაზ.რეალიი“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ აზა ბატაევასთან ერთად მისი დაც იმყოფებოდა, რომელიც…
სამხრეთ პაკისტანის სანაპიროსთან, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა ბორნის ჩაძირვის შედეგად. ბორანზე მყოფი 60-ზე მეტი ადამიანი სუფისტური ტაძრისაკენ მიეშურებოდა, რომელიც სინდის პროვინციის სანაპიროსთან არსებულ კუნძულზე მდებარეობს.
ქალაქ რუსთავის მე-18 სკოლაში მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა, რის შემდეგაც სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11