weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მე-5 ტურის პირველი შეხვედრები გაიმართა. რვა მატჩით კიდევ ორი მერვედფინალისტი გუნდი გამოვლინდა: პლეი-ოფის საგზურები სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ და მადრიდის „რეალმა“ მოიპოვეს.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრეტერორისტულომა ცენტრმა სპეცოპერაცია წუხელ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სუს–ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სპეცოპერაციის ადგილას სროლის და…

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოსა და ევროკავშირის მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას, 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7060 ლარი შეადგინა. დღეს არსებული კურსი 2.6890 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.017 ლარი…

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ და პრინცმა ფილიპმა ქორწინების იუბილეს ფოტო მიუძღვნეს. 91 წლის ელისაბედისა და 96 წლის ფილიპის შეუღლების დღიდან ზუსტად 70 წელი გავიდა.

ორშაბათს გერმანიის პოლიციამ დედაქალაქ ბერლინში 58 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნიუ იორკში არსებული ჯონ ლენონის საცხოვრებლიდან პირადი ნივთების, მათ შორის ლეგენდარული მუსიკოსის რამდენიმე დღიურის მოპარვაში.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი დავითაძე აირჩიეს, რომელმაც 20 ნოემბერს ჩატარებულ სხდომაზე თანაგუნდელებისგან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სოსლან ზოიძის განცხადებით, საკრებულოს წევრებზე ზეწოლა…

პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობა საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 22 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჩაკეტავს. ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური განმარტავს, რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი 23 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]