საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მცხოვრებ დავით ელიოზაშვილს 27 ძროხა მოპარეს. როგორც დაზარალებულმა „რეგინფოს“ უთხრა, ძროხები სახლთან ახლოს მდებარე ფერმიდან წუხელ გვიან ღამით გაიყვანეს.
კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუხრაძე როტაციის წესით, საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის აფგან მუხთარლის სოლიდარობის ნიშნად თავზე ტომრები ჩამოიცვეს. მათ ხელში ეკავათ ფურცლები წარწერით „არ შეგრჩებათ“.
UEFA-მ აწგასრულებული ჩემპიონთა ლიგის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა, სადაც პირველ პოზიციაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის მიერ ფინალში გატანილი საუცხოო გოლი გავიდა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიას გუშინ, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ. მაღაზიის მფლობელების განცხადებით, თავდამსხმელებს ფულის წაღება უნდოდათ, ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი და მაღაზიაში მყოფ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კოტ დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელი შეიკ ტიოტე მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 წლის ნახევარმცველი, რომელიც ჩინურ კლუბ „ბეიძინ ენტერპრაიზესში“ თამაშობდა, ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად კი მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის ლიდერმა „თელავმა“ მე-11 ტურის მატჩი სტუმრად თბილისში, „ამერის“ სტადიონზე გამართა და „გარდაბანი“ 3:1 დაამარცხა.
პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნიჯათ ამირასლანოვის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აწამეს, რის შედეგადაც მან თითქმის ყველა კბილი დაკარგა.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს პანკისში 05 ივნისს, გვიან საღამოს შეატყობინეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომხდარ ინციდენტში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა გამორიცხულია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11