საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2017 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.
დუშეთის რაიონში წარმოებული ფურისულას ყვავილი ექსპორტზე გერმანიაში გავიდა. ფურისულას ხანდოს ხეობაში კოოპერატივი „სომეჯი“ მოიპოვებს. ერთი კილოგრამი გამშრალი ფურისულას მისაღებად 5 კილოგრამი ნედლი ყვავილია საჭირო. გამშრალი ყვავილისგან ევროპაში მედიკამენტებს ამზადებენ.
ირანში პარლამენტის შენობასა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო მონაცემებით თეირანში დღეს მომხდარ თავდასხმებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომპანიამ „Kazbegi Helicopters“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ კომპანიის წარმომადგენელმა ვატო ასათაშვილმა განუცხადა, რეისები „Eurocopter B3 სერიის“ ხუთადგილიანი ვერტმფრენებით თბილისის, ბათუმის, მესტიის, ყვარლის, ბორჯომის, თუშეთის,…
აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი და აქტივისტი, რეზო ხარაზი დააკავეს. მათი დაკავება გუშინ, გვიან ღამით ჩაქვში მოხდა, საიდანაც გურიაში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ასწლოვანი…
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი დღეს თბილისში, „დინამო არენაზე“ ამხანაგურ შეხვედრას სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთაზებს.
ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 77 101 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი 49-წლიანი იჯარით გადასცა თავის ახლობელს, გამგეობის წამყვან სპეციალისტ ლევან უძილაურს, რაზეც საკრებულოსგან თანხმობა არ ჰქონდა. Reginfo-ს მიერ ინფორმაციის…
ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა დუშეთის რაიონის სოფელ ძველი ბურღულიდან ოთხი ადამიანი გაიტაცეს. ერთ–ერთი მათგანი მე–12 კლასის მოსწავლეა.
დემირელის სკოლის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჩაბუქის წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლება და მისთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემა მოითხოვეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11