weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თურქი ალ-ბინალი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC ავრცელებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ სერიოზული ბრალდებები ისმის. მისივე თქმით, ქართველი თანამდებობის პირები დაპირდნენ, რომ მუხთარლის საქმეს დეტალურად და…

ერაყის სამთავრობო ჯარმა ქალაქ მოსულში კიდევ ერთი რაიონი დაიკავა, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია იმედის თვალით შეჰყურებს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე მდებარე აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს უცნობმა პირებმა წითელი საღებავი შეასხეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.

საფრანგეთში მიმდინარე როლან გაროსის პრესტიჟული ტურნირის მესამე რაუნდის მატჩში საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის ფავორიტთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან უშანსოდ - 0:6, 1:6, 0:6 წააგო.

„ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ის აზერბაიჯანელია, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ…

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრია, დაავალა საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია განზრახ შელახა.

საერთაშორისო „პენ-კლუბი“ (PEN International) მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკავებულის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ გამგებლის წარმომადგენელმა განუცხადა, ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. ხანძრის დროს სახლში 55 წლის ქალი მარტო იმყოფებოდა, თუმცა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]