საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, მომხდარი შესაძლოა განხილული იქნეს როგორც ტერორისტული აქტი.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ უსაფუძვლო უწოდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის ბრალდებას, რომ ის პანკისის ხეობაში სირიიდან დაბრუნბულ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შეხვდა.
2016-2017 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მადრიდის „რეალმა“ მოიგო. უელსის დედაქალაქ კარდიფში გამართულ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირის ფინალში „სამეფო კლუბმა“ იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, გორის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი, 57 წლის თამარ გოზალიშვილი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ ქვაბისხევში გამგებლის წარმომადგენელმა გურამ მაისურაძემ უთხრა, ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან,…
ლონდონში, 3 ივნისს, გვიან ღამით მომხდარი თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, ლონდონის ხიდზე შეიჭრა და ფეხით მოსიარულეები გაიტანა. ამის შემდეგ დანებით შეიარაღებული თავდამსხმელები…
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში გატაცებისა და აზერბაიჯანში დაპატიმრების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ყურადღებით აკვირდება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მისთვის და მისი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. ლეილა მუსტაფაევას თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კვირიკაშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარება პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.
სასამართლომ ლგბტ თემის ორი წარმომადგენლის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. როგორც „რეგინფოს“ დაზარალებულების ადვოკატმა განუცხადა, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სოფლისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეების საატესტატო გამოცდების შედეგებში დიდი განსხვავებაა. მისივე თქმით, ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა საბუნებისმეტყველო მიმართულებით.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11