საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე წერს და ოსორაულის ტყვეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 64%-ით აღემატება. სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ…
შიდა ქართლში გუშინ მომხდარ სამ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ხაშურის მუნიციპალიტის სოფელ გომთან ერთმანეთს „მერსედესის“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
მთაში ძლიერი წვიმის შედეგად საგარეჯოს რაიონის სოფლებში თოხლიაურსა და ანთოკში ხევები ადიდდა, რის შედეგადაც სოფელ თოხლიაურში რესტორანი „ფაცხები“ დაიტბორა. მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა ბაკურციხე–საგარეჯო-თბილისის საავტომობილო გზაც დატბორა და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა.…
„გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ NBA-ს ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ოკლენდელებმა ამ დილით საკუთარ პარკეტზე მეორედაც დამაჯერებლად მოუგეს კლივლენდის „კავალიერსს“, ამჯერად ანგარიშით 132:113 და 2016-2017 წლების სეზონის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი პოლონეთის ჩემპიონი გახდა. „ექსტრაკლასას“ ბოლო ტურში ყაზაიშვილის გუნდმა ვარშავის „ლეგიამ“ შინ ნულოვანი ფრე ითამაშა გდანსკის „ლეხიასთან“, რაც საკმარისი გამოდგა ჩემპიონობისთვის.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ლონდონში მომხდარი ტერქატის შემდეგ, ევროკავშირის სპეცსამსახურებს ტერორიზმთან ბრძოლაში კონსულტაციების გაწევას სთავაზოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ კადიროვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში 3 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭი დაიღუპა. Qartli.ge-ს ინფორმაციით, ბავშვი ველოსიპედით მოძრაობდა, როდესაც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ითხოვს, რომ მუხთარლის გატაცების საქმე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. მისი განცხადებით, დანაშაულის დაკვეთაში შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11