საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება არ არსებობს.
პარტიები – „ლელო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პარასკევს, თბილისში, სამი ადგილიდან საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
თიბისი, წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. აქ, ახლა, შენ გაქვს შესაძლებლობა შეუერთდე თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყო…
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ისტორიული მეჩეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, როდესაც პოლიციამ ქართველი მუსლიმები დააკავა.…
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 50 707 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4732 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4812 პაციენტი, 72 კი გარდაიცვალა.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს, დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა და დაწესებულების ექიმებს გაესაუბრნენ.
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული და გუშინ გათავისუფლებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალის რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.
პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით 3-ის წინააღმდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მიიღო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11