weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ტელე და რადიომაუწყებლების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 842 089 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის 83.7% ეროვნულმა სატელევიზიო მაუწყებლებმა მიიღეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები 19 წლის წვევამდელი, სარქის სააკიანი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურს ახალქალაქის ბაზაზე გადიოდა, 11 ნოემბერს კი ახალციხის ჰოსპიტალში კუჭის წყლულზე ოპერაცია გაუკეთეს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 52 962 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 4318 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2457 პაციენტი, ხოლო 70 – გარდაიცვალა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე პროცედურული მოტივით უარი უთხრა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა ინციდენტებისა და ექსცესების გარეშე მოხდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლას დასთანხმდა. როგორც ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, სააკაშვილს გორში დღესვე გადაიყვანენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის პალატა მოეწყო. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ფაქტორი ერთ-ერთი მთავარი იყო, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მისი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია. როგორც ხოშტარიამ თქვა, მისი სურვილია, სააკაშვილი გადაყვანას დათანხმდეს, რადგან ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას საშუალება ექნება…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ის ადგილია, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობა უნდა აღიდგინოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]