საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აცრილი ადამიანებისთვის შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი იქნება, ვაქცინაციის პოპულარიზაციისა და ადამიანების სიცოცხლის დაცვისთვის.
„ის მოძალადე, რეპრესიული ძალა, რომელიც მართავდა ძალადობრივი გზით ჩვენს ქვეყანას, ყოველთვის ლაჩრობით გამოირჩეოდა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წარადგინა.
პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედა და დეიდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. თათოშვილის დედა მარინე აბულაძე ახალციხის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში იურისტად მუშაობდა. დეიდა თამარ აბულაძე კი ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო.…
24 წლის თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ვაქცინირებული არ იყო.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ჩატარებული 43 653 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 79 ადამიანი, 5611 კი გამოჯანმრთელდა.
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, პანკისის ხეობაში, გუშინ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხუთი პირიდან სამი 18 წლის არის, ერთი 19-ის. უსუფ ცათიაშვილი, რომელიც, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ღიად ამბობდა, რომ ტერორისტული…
პოლონეთში, ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 15 წლის მარიამ მურღვლიანი პირველ ადგილზე გავიდა. მან ოქროს მედლები აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში მოიგო და სამივე დისციპლინაში რეკორდები დაამყარა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, პარტიის თოთოეული წარმომადგენლის შერჩევის ძირითადი პრინციპი კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი იყო.
„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საგარეო ვალის შემცირება. გასულ წელს მთავრობამ აიღო 3 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რითაც გადავაჭარბეთ ლიმიტებს, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციაა“, – ამის შესახებ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11