საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება.
ჩატარებული 40 553 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მეორე დღეა, ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციაში პირველი რეგიონია, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ზრდასრული მოსახლეობის 60% აცრეს. ჯანდაცვის მინისტრის, ელხან სულეიმანოვის განცხადებით, უკვე ვაქცინირებულია 568 ათასი ადამიანი.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აკვეთა შეუფარდა. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის,…
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მიზნად…
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერით“ ვაქცინით ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა.
„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ამის შესახებ განცხადება გვარამიამ დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია მენეჯერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით დაკავებული გ.გ. დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. როგორც მერიაში აცხადებენ, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გზების ნაწილი გაანადგურეს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11