weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2025

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

გარდაბანში, თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბაში ორი მოზარდი დაიხრჩო. რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა და მყვინთავებმა მათი ცხედრები იპოვეს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მორიგი კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ განწესების პროცესთან დაკავშირებით. ელჩის თქმით, საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ გახდეს ნატოსა…

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ემსახურება ჯარიმების ჩამოწერის თაობაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ინიციატივა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანების – ჟურნალისტ ეკა მიშველაძისა და ანალიტიკოს ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. საქმე ეხება 21 მაისს გასულ გადაცემას, სადაც ნამახვანჰესის პროექტი და…

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვის ინტერესი რომ ჰქონოდა, კოვიდპანდემიის განმავლობაში დაკისრებულ ჯარიმებზე ამნისტია სექტემბერში გამოცხადდებოდა და არა ახლა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი რაჭაში იმყოფება და შაორის ტბაზე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს Twitter-ზე აქვეყნებს. მისი თქმით, მომდევნო წლებში ეს რეგიონი ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობაში კადრების დეფიციტზე ისაუბრა. მისი თქმით, არაკვალიფიციური მუშისთვის გადასახდელი თანხა საჯარო სექტორში საშუალო მოხელის დასაქმების ტოლფასი გახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ გათავისუფლებული დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა. სააპელაციო სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აიკრძალა „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაზე…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტი უახლოეს დღეებში მიიღებს ორ კანონპროექტს, რომლითაც პანდემიის პერიოდში იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმები გაუქმდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]